ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს


     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

     ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის დაჭრილი ხე- ტყე იყო განთავსებული.

     მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно