,,ევროპაში რუსეთის აგრესიის თვალსაჩინო მაგალითი საქართველოში 2008 წლის ომი იყო "- ანდჟეი დუდა


     ევროპაში რუსეთის აგრესიის თვალსაჩინო მაგალითი საქართველოში 2008 წლის ომი იყო - ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    ანდჟეი დუდამ ლეხ კაჩინსკის და სხვა ევროპელი ლიდერების ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს შემდეგ რუსეთის სამხედრო ექსპანსიის სამიზნე უკრაინა გახდა.

    „რაც შეეხება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მილიტარიზაციას. ეს ვნახეთ მატერიალიზებული სახით საქართველოში 2008 წელს, როდესაც პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ საქართველოში ჩაიყვანა სხვა ევროპელი ლიდერები რუსული ტანკების შესაჩერებლად. ისინი საქართველოს დედაქალაქზე თავდასხმას აპირებდნენ. მას შემდეგ გაიზარდა რუსეთის ექსპანსია და შემდეგი უკრაინა იყო. დღეს ვხედავთ ანექსირებულ ყირიმს, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ლუგანსკსა და დონეცკში. ეს არის ფაქტები, რომელიც სახეზეა ევროპაში,"- განაცხადა დუდამ.

    ანდჟეი დუდას შეფასებას დონალდ ტრამპი დაეთანხმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას სცემს პატივს, ამერიკას კი ძლიერი და თავისუფალი ევროპა სჭირდება.

    „სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ვფიქრობ, რომ რუსეთი აგრესიულად მოიქცა. ისინი პატივს სცემენ ძალას, სიძლიერეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს უდიდესი ძალა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ახლა,"- განაცხადა ტრამპმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/113963