,,ნათელია გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ"– მიტროპოლიტი იოსები


     შემოქმედელი მიტროლოპოლიტი იოსები ,,ფეისბუქის" გვერძე სალომე ზურაბისვილის კრიტიკას პასუხობს.

     მიტროპოლიტის აზრით, სალომე ზურაბისვილის გაპრეზიდენტება ეკლესიისა და ერისთვის საშიშია.

    ,,კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით, თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ.

     თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ თურმე ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დასძენთ: რად გინდათო ამდენი ტაძრების აშენება, როცა უამრავი გაჭირვებულიაო საქართველოში, ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე.

     ამ და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს ხმა მას მიეცითო, მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს, ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ, გამხელთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. ამიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ"-წერს მიტროპოლიტი შემოქმედელი იოსები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно