„თუ მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს"– მაჩალიკაშვილი


      „თუ მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს,"– ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
     მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით არის დაბარებული. გავცელებული ინფორმაციით მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაუსვავენ კითხვებს. 
 
     „თუ მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ინტერესი, ალბათ, ის აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ,"- განაცხადა მალხაზ მაჩლიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно