,, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ხელს აფარებენ ფაშიზმს"- კობახიძე


     „ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც სამოქალაქო სექტორს მისცა ყველანაირი შესაძლებლობა განვითარებულიყო 2012 წლის შემდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, არიან კონკრეტული პირები, პერსონალიები, რომლებიც ამ იდეას და ფენომენს უქმნიან საფრთხეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

     „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არის გარანტი იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი მომავალშიც განვითარდება.

     „კონკრეტულ პერსონალიებზეა საუბარი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორს,ზოგადად, ამ იდეას და ამ ფენომენს. შესაბამისად, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, მათ შორის, რომელმაც მისცა ყველანაირი შესაძლებლობა სამოქალაქო სექტორს, რომ განვითარებულიყო 2012 წლის შემდეგ. თუმცა, არიან სამწუხაროდ კონკრეტული პირები, პერსონალიები, რომლებიც ამ იდეას და ფენომენს უქმნიან საფრთხეს თუმცა ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი აუცილებლად მომავალშიც განვითარდება ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

     მისი შეფასებით, გაკეთდა აშკარად ფაშისტური განცხადება და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამას ხელს აფარებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს ასეთ განცხადებებზე რეაგირების მოხდენა.

     „გაკეთდა აშკარად ფაშისტური განცხადება და ყველა ასე აფასებთ, ბუნებრივია, ამ განცხადებას. აქ შეუძლებელია სხვა აზრი არსებობდეს და ბუნებრივია, შემაშფოთებელია ის, როდესაც ამას ერთი გამოხმაურება არ აქვს და მეორე, როდესაც კონკრეტული პირი ამას ხელს აფარებს. როდესაც ფაშიზმს აფარებ ხელს, ეს არის, ბუნებრივია, უკიდურესად შემაშფოთებელი. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ზუსტად ამიტომ ვამახვილებთ ამ ყველაფერზე ყურადღებას. ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თვითონაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. ასე იწყებოდა ფაშიზმი თავის დროზე გერმანიაში,იტალიაში და სხვა ქვეყნებში.

     ძალიან ცუდად უნდა იყოს აღქმული, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელს აფარებს ფაშიზმს, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების, განსაკუთრებული ყურადღების საგანი. ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი- ეს არის, უკვე ვთქვი, პოლიტიკური ანგაჟირებულობა და პოლიტიკური მიკერძოება. ჩვენ, ასევე, მოუწოდებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოახდინონ რეაგირება ასეთ ფაშისტურ განცხადებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მათი საქმე. ეს არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის საქმე. ჩვენ, ყურადღებას გავამახვილებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას ამ ფაშისტურ განცხადებაზე და ასევე, იმაზე, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ხელს აფარებენ ფაშიზმს. ფაშიზმი აღარ შედგება საქართველოში, მაგრამ პრევენციისთვის მაინც არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, ყველას ყურადღების გამახვილება ასეთ ფაშისტურ ტენდენციაზე”,- განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно