კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება


     მერიის ინფორმაციით, კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება.

     ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
კოსტავას ქუჩა N75-თან;
კოსტავას ქუჩა N77-თან;
შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.
აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება.

     ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩა N7-თან - თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно