,,საკმაოდ ღრმად შეტოპეთ სამარცხვინო ,,კოჰაბიტაციაში” ამ ბანდასთან, რაც უფრო მძიმეა ეს კადრები მით უფრო მძიმდება თქვენი დანაშაული"– ბაღათურია


      ,,ხალხი ეძებს ახალ გზას!!!  გზას, ”ნაცმოძრაობის” და ”ქართული ოცნების” გარეშე!!!

     გადაარჩენს თუ არა ”ქართული ოცნების” რეიტინგს, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზების ჩანაწერების შემდეგ, ტყეში გაუპატიურებული პატიმრის კადრების ტირაჟირება?!

     - არა მგონია, ძალიან გვიან არის ბატონებო !!!

    საკმაოდ ღრმად შეტოპეთ სამარცხვინო ,,კოჰაბიტაციაში” ამ ბანდასთან და რაც უფრო მძიმეა დღეს ეს კადრები მით უფრო მძიმდება თქვენი დანაშაული, რადგან ამის მკადრებელ ბანდასთან ფარული გარიგება იმას აჩვენებს რომ თქვენ ამათზე უკეთესები არ ხართ!!! იმიტომ კი არა რომ დაძველდა, არა ასეთ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს!!!

     70 წელი გავიდა გერმანიის დამარცხების და ფაშისტური რეჟიმის გასამართლების შემდეგ, მაგრამ დღემდე მსოფლიოს ყველა არხი აჩვენებს უმძიმეს კადრებს, რომელიც ჰიტლერის და მისი დამნაშავე რეჟიმის დანაშაულს აღწერს და ჯერ არავის გაუბედავს იმის თქმა რომ ამ კადრების ჩვენება არ შეიძლებაო!!!

     ასევე უნდა მოქცეულიყო ”ქართული ოცნება” 2012 წელს!!!

     ეს კადრები უნდა ეჩვენებია დიპლომატიური კორპუსისთვის და დღეს ჩვენ არ მოვისმენდით დიპლომატების არაადექვატურ განცხადებებს პოლიტიკური დევნის შესახებ!!!

     ეს კადრები უნდა გადაეცათ ინტერპოლისთვის და დღეს არც სააკაშვილზე, არც ადეიშვილზე და არც ერთ სხვა დამნაშავეზე ძებნა არ იქნებოდა გაუქმებული!!!

      ეს კადრები, თავის დროზე უნდა გადაეცათ უკრაინის ხელისუფლებისთვის და მოეთხოვათ სააკაშვილის, როგორც ამ კადრების შექმნაში ბრალდებულის და ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მეთაურის გადმოცემა!!!

     მაგრამ თქვენ, საკუთარ გამდიდრებაზე და კეთილდღეობაზე მეოცნებე ხელისუფლებამ, სხვა გაზა აირჩიეთ!!!

     სრულიად სამარცხვინო გზა ასეთი კადრების ”ჩვენება არ ჩვენებით” ვაჭრობის!!!

      გზა, ფარული გარიგების და ბიზნესწილების გადანაწილების!!!

      გზა, ხალხისაგან ნაქურდალი და ნაძარცვი ქონების გადანაწილების!!!

      გზა, ნარკოტიკების მოხმარების პროპაგანდის, ნარკოტიკებით ვაჭრობის და თქვენი ჯიბის გასასქელებლად მომავალი თაობის გამოთაყვანების !!!

      გზა, ჰომოსექსუალიზმის და ცხოვრების უკიდურესად გახრწნილი, გაუკუღმართებული წესის პროპაგანდის!!!

     გზა, ქართველებისთვის ირანელების, თურქების, არაბების და ინდოელების ჩამოსახლების!!!
ამ სამარცხვინო გზამ მიწასთან გაასწორა ხელისუფლების რეიტინგი და არა მგონია ბატონებო ტყეში გაპატიურებული, გაუბედურებული პატიმრის უბედურებით თქვენი ბედნიერების გახანგრძლივება შეძლოთ, რადგან თქვენ ამათზე უკეთესები ვერ აღმოჩნდით!!!

     თქვენ ეს დანაშაული დაფარეთ და ამ დამნაშავეებს ხელი დააფარეთ და ამით პოლიტიკური განაჩენი საკუთარ თავს თქვენ თვითონ გამოუტანეთ!!!
 
 
    ეს ”განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”, ხალხი ახალ ლიდერს ეძებს, ღირსეულს, ეროვნულს და მოაზროვნეს!!! ხალხი ეძებს ახალ გზას!!!

     გზას, ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის გარეშე!!!

     და გპირდებით მალე იპოვის ამ ახალ გზასაც და ახალ ლიდერსაც და თქვენში ვინც ღირსეულები არიან ისინიც ამ ახალ გზას აირჩევენ"- აღნიშნავს ჯონდი ბაღათურია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно