,,ამას ყელში ამოუვიდა და მოყვა, სინამდვილეში რა მოხდა, რამ გააბრაზა ის"– მძინარაშვილი


       ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
,,დიდი ამბავი მოკლედ:

ამან, - მოდი, მხარში ამომიდექი და ერთად შევცვალოთ მანიაკი სააკაშვილიო.
იმან, - სიმღერა და პოლიტიკა ერთად არ გამომდისო.
ამან, - აბა, როგორ ვქნათო.
იმან, - სიმღერას რომ თავი დავანებო, მერე ოჯახი როგორ შევინახოო.
ამან, - აბა, რა ვქნათო.
იმან, - კომპენსაცია მომეციო.
ამან, - რა კომპენსაციაო.
იმან, - 9 მილიონი დოლარიო.
ამან, - ბევრიაო.
იმან, - მე ეგრე მიღირსო.
ამან, - მოდი, ყოველწლიური შემოსავალი დავითვალოთო.
იმან, - კი ბატონოო.
დაითვალეს და ერთი მილიონიც არ გამოვიდა.
ამან, - ერთი მილიონიც არ არის, მაგრამ კაი, ორი მილიონი იყოსო.
გაიცინეს და ნავახშმევს დაიშალნენ.
ცოტა ხანში იმის ცოლი მიდის ამასთან ანგარიშის ნომრით, - აქ ჩაგვირიცხეო.
ამას უკვირს, - რა უნდა ჩაგირიცხოთო.
იმის ცოლი, - აი, ის ორი მილიონი, რომ თქვიო.
ამან, - რა ორი მილიონი, არაფერზე შევთანხმებულვართო.
იმის ცოლი, - აბა, რომ დაიანგარიშეთო.
ამან უხერხულად იგრძნო თავი და არაფერი გადაურიცხა.
ის გაბრაზდა და გაიბუტა.
ეს ხელისუფლებაში მოვიდა.
ის გაბუტული იყო. მერე თავისი პარტია დააარსა იმ მანიაკთან შეთანხმებით.
ამას არ ესიამოვნა.
იმას დეპუტატობის იმედი ჰქონდა.
ამან საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
იმან - ვერაფერი. მისი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობით კი პროკურატურა დაინტერესდა, რამაც უფრო გააბრაზა და გაბრაზებულმა წამოისროლა, - ის 50 მილიონს მთავაზობდა და უარი ვუთხარიო.
ამას გაუკვირდა, მაგრამ გაჩუმდა.
გაბრაზებული ის ბოლოს იმ მანიაკი სააკაშვილის გვერდით ღიად დადგა თავისი პარტიის ნარჩენებით და ამას ტალახის სროლა დაუწყო.
ამას ყელში ამოუვიდა და მოყვა, სინამდვილეში რა მოხდა, რამ გააბრაზა ის.
იმას ადრე ბანი ერქვა.
ამან გააბანძა"- წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно