ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა


     I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა. ერთი კვირის მანძილზე, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედროები პირობითად მტრის ზურგში მოქმედებდნენ და ბოლოს ფრონტის ხაზის გადაკვეთით საკუთარ ძალებს შეუერთდნენ.
 
 
     სწავლების დროს მათ სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულეს, მათ შორისაა რეიდი, ჩასაფრება, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირება, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, ტაქტიკური გადაადგილება ღამით, სამალავის დაკავება და მოქმედება სამალავში.

     საველე წვრთნის მიზანს ტაქტიკური ამოცანების დროს ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებები I ქვეითი ბრიგადის შტაბის დამკვირვებლებმა შეაფასეს.

     I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა რთულ ლანდშაფტზე, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჯამში დაახლოებით 70-კილომეტრიანი მარშრუტი დაფარა და რამდენიმე ათეული ტაქტიკური ამოცანა შეასრულა.
 
 

 

 
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно