,,რას მელაპარაკები? სად გეძებო 1 წლის მერე? თუ გინდა, 2 თვისას მოგცემ"– ,,ლიბერთი ბანკის" ოპერატორი


      სოციალური ქსელის მომხმარებელი ლალი ტუკვაძე რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:     

      ,,ლიბერთი ბანკის ფილიალში კომუნალურების გადასახდელად შევედი. რა თქმა უნდა, რიგია....

     ცოტა ხანში შემოდის გოგონა მოხუც, ხელჯოხიან ბაბუსთან ერთად. აშკარად ეტყობა, უჭირს მოხუცს დგომა და დაუთმეს თავად შეწუხებულმა პენსიონერებმა რიგი. მოხუცმა გაჭირვებით, სვენებ-სვენებით აუხსნა ოპერეტორს, რომ აუცილებლად სჭირდება თანხა და მოითხოვა 1 წლის პენსიის წინასწარ აღება სათანადო დოკუმენტის გაფორმებით.

     გოგონა უკმეხად ჩააშტერდა სარკმლის იქიდან, კოპები შეიკრა და:
 
     -რას მელაპარაკები? სად გეძებო 1 წლის მერე? თუ გინდა, 2 თვისას მოგცემ.
 
 
     მოხუცი გაშრა, შებარბაცდა და შვილიშვილს საწყლად შეხედა. ორიოდ წუთში შეთანხმებულებივით გაბრუნდნენ უკან.

     გული შემეკუმშა...

     წარმოვიდგინე, რომ სასტიკმა ექიმმა პაციენტს პირდაპირ მიახალა: " 2 თვის სიცოცხლე დაგრჩა, მეტი არა!"

     მაინტერესებს, ეთიკის სულ მცირე მოთხოვნებს არ უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმებული მოხელე, ჩინიანი თუ უჩინო?

     რატომ გაცოტავდა ჩვენში სიყვარული და თანადგომა?((

     PS. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი უკმეხი არაა"– წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно