„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისში არჩევნების ჩაშლა"– კობახიძე


     ,,მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, N40-ე და N43-ე უბნების ჩაშლა,"– ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 
 
      მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, პირები ვინც მასში მონაწილეობას მიიღებენ უმკაცრესად დაისჯებიან.
 
      ,,ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე.

      აპირებენ უბნის ჩაშლას, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული უმკაცრესი სანქცია, კანონომდებლობით და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно