„დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ" - გრიგოლ ვაშაძე


     „დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ" - ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაკეთა.

     საპრეზიდენტო კანდიდატი, Edison Research-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტური იმართება. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.

     „ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით... „ქართული ოცნება უნდა დარწმუნდეს და დაიჯეროს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი წუთი,"- აღნიშნა ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно