"ბიძინა, შენი ბრალია დღევანდელი მარცხი"!– ჯუმბერ კირვალიძე


      ბიძინა, შე არასწორო კაცო, შენი ბრალია ის, რაც დღეს მოხდა! 1 ტურში ვერ მოუგე ნაცხროვის ლოქო კანდიდატს, მეტიც, 2-ე ტურამდე, 2-3 კვირაში "გადაწყობა" შეუძლებელია და დაგამარცხებენ ნაცები და ნაციპრეზიდენტი წამოსკუპდება სააკოვის აშენებულ ავლაბრის სასახლეში! რატომაა შენი ბრალი? იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რამოდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვი, საკადრო მენეჯმენტში ხომ "ჩაისვარე", დიახ, "დაგვიკიდე" ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავის რისკის ფასად, 2011 წლის ოქტომბრიდანვე შენ გიჭერდნენ მხარს და ჩვენს ნაცვლად კოაბიტანტი, პორტირებული ნაცები "დაასაქმე" სახელმწიფო სტრუქტურებში! ჰოდა, შედეგიც შესაბამისი მიიღე, ახია შენზე! მაგრამ, ჩვენ რა დავაშავეთ, ქვეყანამ და ხალხმა, ვისთვისაც ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება აბსოლუტურად მიუღებელია?! თუმცა, "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და ჩვენთვის გამოსავალი არსებობს, აი, შენთვის კი, - არა, - და მოგიწევს შერცხვენილს, საჯარო პოლიტიკიდან თუ სამოქალაქო სექტორიდან წასვლა, რადგან 2012 წლის გამარჯვებას "ცივი წყალი გადაასხი" და შენს მიერ რეანიმირებულ ნაცებთან პირისპირ საბრძოლველად დაგვტოვე!...

     შექმნილ ვითარებაში, ღირსეული ხალხი, როგორ უნდა მოვიქცეთ? 

     შემდეგნაირად.. ჩვენი სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ნაცისგან ისე ქოცისგან გათავისუფლებას, ანუ მათ დამარცხებას ლეგიტიმური, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით!...
 
     - რამოდენიმე დღის წინ, ამ საკითხზე ვწერდი... 24 ოქტომბერი:

     "საქართველოს ქოც-ნაცების მმართველობითი უღლისაგან საბოლოო და შეუქცევადი გათავისუფლება შესაძლებელია, მხოლოდ ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გზით, რასაც უცილობლად გამოიწვევს ქოცების კანდიდატის ზურაბიშვილის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელიმე ნაცის, - ვაშაძის ან ბაქრაძის გაპრეზიდენტება (სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ დღეს, ქოც-ნაცების მიერ "ელექტორალურად გადანაწილებული" ქართველი ხალხი დაბნეულია და არ არის შეჯერებული ერთ რომელიმე, არა ქოც-ნაც საპრეზიდენტო კანდიდატზე)! 

     მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ქვეყანაში შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ინსტიტუტების სახელმწიფოებრივ რეჟიმში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევა და შექმნილი ვითარების გამო (ორხელისუფლებიანობა!), გაიზრდება პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე (მაგ. სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და ქვეყანაში მისი "სავარაუდო დაბრუნება"!)! 

     დიახაც, ამ სცენარით, ქართველ ხალხს მძიმე, მაგრამ მშვიდობიანი (ძალისმიერს, არაკანონიერს არც განვიხილავ, იგი დასჯადი და დამღუპველია!) პოლიტიკური გზის გავლა მოუწევს, რაც სხვაგვარად, როგორც ქოცისგან ისე ნაცისგან ქვეყნის ლეგიტიმური გათავისუფლება წარმოუდგენელია, რადგან ქოც-ნაცებს "მონაცვლეობის პრინციპით აქვთ მოწყობილი პოლიტიკური ცხოვრება" ("აშშ-ის საელჩოსთან შეთანხმებულია"!), რომ ქვეყნის ხელისუფლებიდან ქოცების წასვლის შემდეგ, ნაცები "კანონიერი არჩევნების (გაყალბებული!) გზით" დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და პირიქით, შემდეგ ნაცებს ქოცები შეცვლიან, - ასე გაგრძელდება დაუსრულებლად!...
 
     ამგვარად და ამავდროულად, ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო (ერთდროულად, 2019 წლის გაზაფხულზე!) არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ახალი საარჩევნო კანონის (კოდექსი) მიღება, თუ გვინდა რომ ქოც-ნაცური საარჩევნო გაყალბებისგან "დავიცვათ თავი" და სამართლიანი არჩევნების შედეგად, საქართველოს და ქართველ ხალხს ჰყავდეს უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე, არა ქოც-ნაცური პარლამენტი და პრეზიდენტი"!!!...
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно