,,დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ,,ქართული ოცნების" ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი"– კალაძე


      „არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლებ მობილიზაციის მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი"– ამის შესახებ თბილისის ,მერმა კახა კალაძემ ,,ქართული ოცნების" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
  
      მისი თმით, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ,,ქართული ოცნების" ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი.
 
       ,,დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა არჩევანია გასაკეთებელი სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,"-განაცხადა კახა კალაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно