,,ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის"- წულუკიანი


     ,,ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის"– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

      „ეს ორი კანდიდატი არიან ისინი ვინც არიან და ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვფიქრობ და მე მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი. მან ეს ღიად გვითხრა და მას არ აქვს სხვა მიზანი, თუ არა მოხვდეს ამ სკამზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და სხვა ის ადამიანები ვინც დღეს ან ქართულ საპატიმროებში არიან ან კიდევ არიან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში ანუ ვისი ექსტრადაციაც მოთხოვნილია,"-ამბობს წულუკიანი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно