მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება


     მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება. როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა, პირი, რომელიც საქმიანობას ვადის ამოწურვამდე არ დაარეგისტრირებს, 1000 ლარით დაჯარიმდება.

     „მოვუწოდებთ, დროულად მიმართოთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიაროთ რეგისტრაცია.

     მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე //https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583

     ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1505.

     აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედებიდან – მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან – 5 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია 77 915 განცხადება.

     აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა – 19 064, შემდგომ დღეებში შემოსული განცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1-ელი ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება", – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

     „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

     აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно