ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელმა საჰაერო იერიში დაჯგუფება ჰამასის შტაბზე მიიტანა.
ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად განადგურებულია ჰამასის 70-მდე ობიექტი, მათ შორის რამდენიმე გვირაბი და იარაღის საწარმოები.
ისრაელმა გაფრთხილების შემდეგ ჰამასის ტელევიზიაც დაბომბა. ოპერაციის შედეგად დაიღუპა დაჯგუფების 3 მებრძოლი, არიან დაშავებულებიც.
ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ღაზის ტერიტორიიდან ისრაელის სამხრეთ რეგიონების მიმართულებით საერთო ჯამში 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/118628
