,,ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს"– ვოლსკი


      პარლამენტის ვიცე–სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, დახოცილ გმირებს ბრძოლის ველიდან ვერ გამოიყვანდნენ.

     „გრიგოლ ვაშაძის განცხადება ომთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ ის არ აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას. ძალიან მძიმე წარსული შეიძლება გავახსენეთ მას, მათ შორის 2008 აგვისტოს წინა პერიოდი, როდესაც მთელი საქართველო და მსოფლიო თავის ოფიციალური პოზიციიდან შეჰყავდა შეცდომაში, ამბობდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი. სახელმწიფომ მშვიდობიანი მოსახლეობა მძიმე პერიოდში მიატოვა ", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно