,,დღეს ვისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს მათგან, ვინც გვთხოვდა სესხების განულებას"- კალაძე


     ,,დღეს ვისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს მათგან, ვინც გვთხოვდა სესხების განულებას"– ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა.
 
     კალაძის განმარტებით, აღნიშნული განცხადებების გაკეთებისას ოპონენტები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიან. 
     
     ,,დღეს ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებებს. პირველ რიგში მათგან, ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ თითქოს ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ და ანულებდნენ - ესეც ტყუილია. ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ," - განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно