„ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს"– ვოლსკი


     გია ვოლსკის განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს.

     „ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2"-ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება. მოგიყვანთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს. „ნაცმოძრაობამ" საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი" ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს-ს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე მათი მხრიდან შეგნებულად იქნა იგნორირებული. ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის, გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან „ნაციონალური მოძრაობის" წევრების სახლებში აფეთქებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.
 
     ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მით უმეტეს, რომ არ შეესაბამება „ქართული ოცნების" მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს. ამასთან, საზოგადოება კვირების განმავლობაში უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно