,,ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები"- პერ ეკლუნდი


     ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ჩვენი აზრით, შედეგი არის საკმაოდ ნათელი, – ამის შესახებ NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, პერ ეკლუნდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც NDI-ს მისიამ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება წარმოადგინა.

     „რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მოგეხსენებათ, ეს არის წინასწარი შედეგები, ასევე მიდის ხმების პარალელურად დაჯამება, მაგრამ შედეგები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, ამიტომ ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ანუ შეიძლება იყოს გარკვეულად დაკორექტირებული ეს მონაცემები, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არის საკმაოდ ნათელი შედეგი", – განაცხადა პერ ეკლუნდმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/per-eklundi-ver-vkhedavt-mizezs-rom-echvqvesh-davayenot-archevnebis-shedegebi/