,,გუბაზ სანიკიძეს მხოლოდ ერთი გზა დარჩენია, როგორმე პოლიტიკურ ველს დაუბრუნდეს"– ვოლსკი


     გუბაზ სანიკიძეს მხოლოდ ერთი გზა დარჩენია, რომ სკანდალური განცხადება გააკეთოს, რათა როგორმე პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ ველს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ყოფილი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

     ,,სამწუხაროა, რომ სანიკიძე ინტელექტუალურ რესურსს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ თავი რადიკალური განცხადებებით წარმოაჩინოს"– განაცხადა გია ვოლსკიმ.

     გუბაზ სანიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს არ შეცვლის და არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, საქართველო რევოლუციას მიიღებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно