„მინდა, მოგილოცოთ არჩევნების ჩატარება, მაგრამ უნდა აღვნიშნო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება"- აპატურაი


      ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან მართავს.

     შეხვედრის დაწყებამდე ჯეიმ აპატურაიმ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

     „მინდა, მოგილოცოთ არჩევნების ჩატარება, მაგრამ უნდა აღვნიშნო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება საარჩევნო პროცესის პოლარიზებასთან დაკავშირებით,"- ამბობს აპატურაი.

     ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შეხვედრებს თავდაცვის მინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც გეგმავს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно