სემეკ-მა მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა


    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა.

    კომისიამ 17-18 დეკემბრის საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 152 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და სს „თელასს", შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", სს „საქორგგაზს", შპს „სოკარ ჯორჯია გაზს" შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

    კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 113 484 ლარი შეადგინა.

    საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.

    კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно