,,ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ"– პატრიარქი


     ,,ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა," – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

     „დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა. ჩვენ ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთქვით, მომეცი უფალო, მილხინე უფალო. ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას.     დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი, ავადმყოფები – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და მაცხოვარი ეუბნება, წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. ეს წესი იყო, მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, ის მორჩენილია, ის თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან, როცა წავიდა მოძღვართან გზაში განიწმინდნენ.

     ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და მადლობა შესწირა უფალს. უფალი ეუბნება, ათივე ხომ განიკურნეთ, ცხრა სადღა არიანო?! ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. მაცხოვარი ეუბნება, სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ. ღმერთმა ინებოს, ჩვენც გვითხრას სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ",- აღნიშნა პატრიარქმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно