,,თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას"- ილია მეორე


     ,,თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას"– ასე მიმართა სრულიად საქართველოს კატოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სამების საკათედროს ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
 
     ილია მეორეს თქმით, დღევანდელ დღეს, 23 დეკემბერს მოხდა მისი საქართველოს-კათალიკოს პატრიარქად არჩევა და როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის მადლობელია მრევლის, რომელტა დახმარებითაც მან შეძლო იმ მძიმე ჯვარის ტარება, რაც უფალმა დააკისრა.

     „დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ეკლესიის სახელით, ერის სახლით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე, 23 დეკემბერს შედგა წმინდა სინოდის კრება და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი.

     დიდება და მადლობა უფალს, და მადლობელი ვარ თქვენი, ჩემი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას. დიდება და მადლობა უფალს",- ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно