რუსმა ოკუპანტებმა გატაცებული 33 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს


     რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 33 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს. 

     ოკუპანტები გატაცებულს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

     ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართულ მხარეს რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

     თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა ოკუპანტური რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно