თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია ტერორისტული დაჯგფების, ე.წ ისლამური სახელმწიფოს განადგურება.
„ტერორისტული ორგანიზაციების გარდა ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა თურქეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია ე.წ ისლამური სახელმწიფოს განადგურება",- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ანკარა და ვაშინგტონი მანბიჯიდან აშშ-ის ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით, საგზაო რუქის რეალიზებაზე შეთანხმდნენ.
წყარო: https://1tv.ge/news/mevlut-chavushoghlu-islamuri-sakhelmwifos-ganadgureba-turqets-damoukidebladac-sheudzlia/
