„სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება"– სემეკი


     გაიზრდება თუ არა გაზის საფასური - ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ წუთებში იწყება სხდომა, რომელზეც ბუნებრივი აირის ტარიფი უნდა დადგინდეს. ტარიფის მატების შესახებ 3 კომპანიის განაცხადი უკვე სემეკშია. 

     უწყებაში ამბობენ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება გარდაუვალია, თუმცა რა ტარიფზე შეჯერდებიან სემეკის წევრები, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

    „სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. კომპანიებს აქვთ პრეტენზია, რომ მათ უნდათ ყველა დანახარჯის ტარიფში ასახვა, რასაც კომისიის აპარატი არ ეთანხმება. მიწოდების ტარიფში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გავლენას ახდენს, ასევე გასათვალისწინებელია სხვა კომპონენტების ცვლილება,"- განაცხადა სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/122102