,,მიმდინარე წელს დიდი შედეგებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ასევე არ დავუშვით, რომ ქვეყანა ჩამოგვშლოდა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქვეყანა უფსკრულის პირას არ დგას, წინ მივდივართ. დიდი ნაბიჯებით არა, მაგრამ ქვეყანა მომავალ თაობას უნდა შევუნახოთ" – თქვა რაულ ხაჯიმბამ.
