საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, დედაქალაქის ქუჩებში საახალწლოდ მორთული სახანძრო მანქანები იმოძრავებს.
მეხანძრე-მაშველები მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ.
სახანძრო მანქანები საბოლოოდ გაჩერდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში, სადაც მსურველებს მათი დათვალიერება და ფოტოების გადაღება შეეძლება.
