მესტიასა და წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობები აშენდება. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
მესტიაში პოლიციის ადმინისტრაციული შენობა გვალდირში უნდა აშენდეს. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 5 586 376 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 1 თებერვალს დასრულდება.
წალენჯიხაში პოლიცია თამარ მეფის ქუჩაზე აშენდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 358 803 ლარია. სატენდერო წინადადების მიღება 4 თებერვალს სრულდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შენობების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციაა გამოქვეყნებული.
