,,ეს იყო გუნდურობის უხეში დარღვევა" - კობახიძე კვლავ ბესელიაზე საუბრობს


    საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ეკა ბესელიას რეგლამენტის და გუნდურობის უხეშ დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

    ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, გედევან ფოფხაძის არჩევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფოფხაძე პროცედურების უხეში დარღვევით აირჩიეს.

    „რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას, იმ დროს როდესაც ეს მოხდა, ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა. ამაზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    განხეთქილება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ 10-კაციან სიას მოჰყვა, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. ეკა ბესელიამ თქვა, რომ სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც გასულ წლებში ემსახურებოდნენ რეჟიმს. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно