მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს


     კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს თბილისში მომხდარი აფეთქების გამოძიება და დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

    „ყაზტრანსგაზ-თბილისი" მუშაობს საგანგებო რეჟიმში.

     ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.

     დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

     კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი" უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს", – აცხადებენ კომპანიაში.

     აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა შვიდი ადამიანი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно