,,ქაოური განაშენიანების თავიდან ასაცილებლად, საკანონმდებლო ცვლილებები გადაგზავნილი იქნება პარლამენტში"– კალაძე


     კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობის" მმართველობის დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ის შედეგი მოგვცა, რომ დედაქალაქში არის ქაოტური განაშენიანება.
 
     მისი თმით, დედაქალაქში ქაოური განაშენიანების თავიდან ასაცილებლად, საკანონმდებლო ცვლილებები გადაგზავნილი იქნება პარლამენტში.    

     „რეგულაციები ჩვენს პირობებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გადაგზავნილი იქნება პარლამენტში. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა, რათა მძიმე წარსულის შედეგები თავიდან ავიცილოთ.

     გაგაცნობთ, რა რეგულაციები ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ათჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობების გაგრძელებაზე და გახდა 10 000 ლარი. 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე  25 000 ლარი. ოთხჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე – 15 000 ლარი. სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესები დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა 10-ჯერ და გახდა 30 000 ლარი. ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. რაც ეს ცვლილებები განვახორციელეთ ,2018 წლის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჯარიმა გამოწერეს", – განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно