,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
,,სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი.''
,,მართლაც მეხის გავარდნასავით იყო ლევანის გარდაცვალება. ყოველთვის მოხარული ვიყავი მის გადაცემებში ყოფნით, რადგან ნამდვილი პროფესიონალი იყო და ყოველთვის პატივისცემას გამოხატავდა მიწვეული სტუმრის მიმართ. მისი სიკვდილით ქართულმა ჟურნალისტიკამ დიდი დანაკლისი განიცადა. ძალიან, ძალიან დამწყდა გული"– წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

