,,უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია"– რომან კაკულია


     საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის მექანიზმის შემოღების ინიციატივით გამოდის.

     რომან კაკულია აცხადებს, რომ უმუშევრობის კომპენსაცია ქვეყნისთვის ძალიან ბევრ გამოწვევასთნ არის დაკავშირებული, რომლის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია.
 
     ,,ვფიქრობ, თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია, რომელიც ლოგიკას შეკრავს: თუ ჩვენი ღია, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიმე კომპანია დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და მისი პროდუქტი აღარ იქნება ბაზრისთვის მიმზიდველი, იქ დასაქმებულთა მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი. როდესაც უმუშევრობა დგება, სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს კომპენსაცია და სწავლებები, რათა ადამიანი ახალ უნარებს დაეუფლოს, რაც მას შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგება.
 
     ,,თუ მომავალში გაჩნდება ეს შესაძლებლობა, მივესალმები. ჩემი აზრით, არის ბიუჯეტში მრავალი ხარჯი, რომლის შემცირებაც შესაძლებელია. ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტრომაც იცის ჩემი პოზიცია. მაგალითად, რა პასუხი უნდა გვქონდეს აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულებთან, რომლებიც სახლში წავიდნენ? შესაძლოა, პირველ ეტაპზე კომპენსაცია არ იყოს იმ ოდენობის, რაც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება,”- ამბობს კაკულია.
 
     „იმედი გვაქვს, რომ გვექნება რეალისტური თვითდასაქმებულთა შეფასების კრიტერიუმები, რომელიც ზოგადად ეკონომიკის დაგეგმვისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმუშევრობის დაძლევა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნისათვის ძალიან ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მე ამიტომ ვახსენე უმუშევრობის კომპენსაცია, რომლის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას რა თქმა უნდა არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრათ ეს ციკლი," - აცხადებს რომან კაკულია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно