„გიორგი გახარია ბოლომდე გაშიშვლდა. ის არის კუთხეში მიმწყვდეული მხდალი ბანდიტი, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად და პოსტის შესანარჩუნებლად მზადაა და აანონსებს, რომ ქვეყანაში დაიწყებს რეპრესიებს და ამავდროულად გაწირავს პოლიციელებს" ამის შესახებ ბექა ბასილაიამ განაცხადა.
,,დღესდღეობით თუ ვინმე საქართველოში აწყობს ამბოხს საქართველოს წინააღმდეგ ეს არის გიორგი გახარია. ჩვენ მოშიმშილეები მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს: მეგობრებო, არ დაიზაროთ პროტესტის გამოხატვა, გამოდით ყველა,"-აღნიშნავს ბასილაია.