„ეს იყო პროვოკაცია ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის" – ბაბაები ავაქიანის ძეგლის გახსნაზე


    აზერბაიჯანელთა კონგრესის თავჯდომარე პროვოკაციაზე საუბრობს. ალი ბაბაევის თქმით, სამცხე ჯავახეთში მთიანი ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლის გახსნა არის პროვოკაცია.

    აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე დროულ გამოძიებას ითხოვს, რათა გაირკვეს ვინ იდგა ამ ნაბიჯის უკან.

    „ეს იყო პროვოკაცია ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის, იმის მხრიდან ვინც ამას ხელმძღვანელობდა. ჩვენი მოთხოვნაა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაატარონ სერიოზული ქმედებები, რათა გაირკვეს, ვინ მისცა ამ ბიუსტის გახსნის უფლება,"-ამბობს ალი ბაბაევი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე.

     ბაბაევი არ გამორიცხავს, რომ ძეგლის გახსნა პროვოკაციული ქმედება იყოს თავად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ.

     მეომარს, რომელიც ბავშვებისა და ქალების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი, ბიუსტი აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე მძიმე, გლოვის დღეს დაუდგეს. ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, „ქართული ოცნების" დეპუტატებიც ესწრებოდნენ, საგანგებოდ მიწვეული იყო სომხეთის ელჩიც.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно