„არ მქონია ასეთი საუბარი"– გახარია "თიბისი ბანკზე"


     გიორგი გახარია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია. განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, ჰქონდა თუ არა მას საუბარი „თიბისი ბანკის" საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან და სთხოვა თუ არა მას წილების დათმობა.

    „არ მქონია ასეთი საუბარი. მეორე, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწყეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

     მედიასთან საუბრისას გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკის" მნიშვნელობა კარგად ესმის. 

     „ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბიდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ "თიბისი ბანკი" არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს თავისი ბანკის სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან"–განაცხადა გახარიამ. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно