,,შეიძლება ვიფიქრო გუნდის დატოვება"– მირიან წიკლაური


     „შეიძლება მე ვიფიქრო გუნდის დატოვება" - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა, მირიან წიკლაურმა გააკეთა.

     მირიან წიკლაური ეკა ბესელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მან "ქართული ოცნებისთვის" ბევრი რამ გააკეთა და ეს ყველასთვის ცნობილია, მათ შორის პარტიის თავმჯდომარისთვისაც. წიკლაურის თქმით, ეკა ბესელიას გუნდიდან წასვლა არ ნიშნავს, რომ ის ყველა საკითხში გუნდთან მწვავე დაპირისპირებაში იქნება. 

     „ეკა ბესელიას ჩემზე მეტი აგური აქვს დადებული და ჩემზე მეტი შრომა აქვს გაწეული. ბოლოს და ბოლოს იმ დამფუძნებელი იყო, მე შემდეგ ვარ მოსული 2018 წელში. მან გაცილებით ბევრი გააკეთა, ამის შესახებ ყველამ იცის, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემაც. ის შეიძლება რომელიღაც საკითხში გამოვიდა გუნდის წინააღმდეგ და ამ უმრავლესობიდან წავიდა კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ მწვავე დაპირისპირებაში იქნება იმ ყველა დანარჩენ საკითხზე, რაც გუნდში წარმოიქმნება. ეკამ ვეღარ ნახა ეს რესურსი, მე ჯერჯერობით ვხედავ ამ რესურსს. არის გარკვეული საკითხები, რომელზე შეთანხმების გარეშეც შემდეგ შეიძლება მე ვიფიქრო გუნდის დატოვება," - განაცხადა მირიან წიკალურმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно