,,წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები"- გახარია


     ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტი ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის" მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს.

    „ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ბიზნესში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს, პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე", – განაცხადა გახარიამ.

     ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ის ყოველთის მზად არის, პარლამენტში მისასვლელად.

     „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно