,,ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ, რომ არის უკვე წარსული"– ბესელია


     ,,ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ, რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი"- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კომენტირებისას განაცხადა.
 
    ,,ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები - ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ,რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

     ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში დაბრუნდა. ის დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაც ჩაიბარა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно