,,მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში"– ნათელაშვილი


     ,,მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში"– ასე გამოეხმაურა ,,ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
 
    ,,აღნიშნული მიუთითებს შემდეგს: პირველი, ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო, კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა. მეორე, ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი, როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში იქ დამთავრებულია სახელმწიფო როგორც ასეთი. მესამე, განხორციელდა კრემლის შეკვეთა, ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე, სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა.

    ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს, თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно