„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს


     თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

     შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

     შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

     გლდანში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს მოხდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно