,,ცუციკებივით რომ ზიხართ იმ ევროჩინოვნიკების წინ, არ შეგიძლიათ შეეპასუხოთ და რაც რუმინეთმა და პოლონეთმა გააკეთა თავის დროზე იგივე გააკეთოთ?"– ფოფხაძე


     ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,ორი თუ სამი დღის წინ სტატუსი დავდე, იმ ფილკინა გრამატა კანონპტოექტს ვაპტოტესტებდი, რომლის მიხედვითაც არალეგალ ემიგრანტებზე დახმარება ისჯება, ხო და საკმაოდ ბევრი დამიკავშირდა "ზემოდან" სხვათაშორის ძალიან ტკბილად, ბატონო გიორგი ძალიან არ გვინდა ამ სირობა კანონის მიღება მარაა, გვაძალებენ ევროკავშირიდან, თორე ვიზალიბერალიზაციას შეგვიწყვეტენო...
 
    ბატონებო, ახლა მომისმინეთ კარგად, ისეთი კაბალური პირობების ვიზალიბერალიზაცია ჩვენ რო გვაქვს ( ოოოღონდ მაშინ, ამ ვიზალიბერალიზაციაზე ხელი მოეწერათ და ამაზე უარეს პირობებზე წახვიდოდოთ. ხო ასეა, კიიიი, ასეა და მერე როგორ) საერთოდ არქონა ჯობია მაგრამ ეს არაა ახლა მთავარი. მთავარი ისაა რომ, ვიზალიბერალიზაციას ასე ადვილად ვერავინ წაგვართმევს ეს ერთი, ახლა მეორე, ბიჭო ის ევროკავშირი, სანამ თქვენთან მოვიდოდეს მანამ მე ვიცი რასაც გთხოვთ და ეს თხოვნა სულ სხვა რამეა და საკმაოდ პრინციპული. "შექმენით ეკონომიკა, დაასაქმეთ ხალხი,შეუქმენით საკუთარ მოქალაქეებს ცხოვრების ელემენტარული პირობები იმისათვის რომ, ეს ხალხი არ გამორბოდეს ქვეყნიდან".. აი ესაა ევროკავშირის თხოვნა და არა ის რასაც თქვენ არაკუნებთ (ნახეს "გენიოსებმა" სიტუაციიდან გამოსავალი. ხალხის დასაქმება ძნელია, კანონის გამკაცრ3ბა ადვილი ხო? ) თუ ვინმე მეტყვის რომ, ეს ასე არაა, მაშინ მე დაგაყენებთ პირზე იმ ევროჩინოვნიკებს რომლებიც თქვენთან მოთხოვნებით მოდიან, ასე რომ, ხაზარაძის და წერილის არ იყოს, ან ვერ გებულობთ რას გეუბნებიან, ან ნათქვამის დანჯშნულ ადგილამდე მიტანის პრობლემა გაქვთ (მე მგონი ერთიც და მეორეც) ...
 
    და სულ ბოლოს, ბიჯოო, ცუციკებივით რომ ზიხართ იმ ევროჩინოვნიკების წინ, არ შეგიძლიათ შეეპასუხოთ და რაც რუმინეთმა და პოლონეთმა გააკეთა თავის დროზე იგივე გააკეთოთ? რა გააკეთა რუმუნეთმა და პოლონეთმა? რა და რიდესაც ევროპამ ულტიმატუმი დაუყენა ამ ქვეყნებს მიეხედათ პოლონელი და რუმინელი კრიმინალური ბანდებისთვის, რომლებიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თარეშობდნენ ევროპაში, ამ ქვეყნის მთავრობებმა თქვენსავით თავდახრილი ბავშვებივით ლაპარაკი კი არ დაუწყეს, პირდაპირ და გამოთქმით უთხრეს ევროპელებს (განსაკუთრებით პრეზიდენტ სარკოზის მიაყენებინეს ერთი ალაგი) რომ, "ბატონებო, ჩვენი ეკონომიკა რეცესიაშია, მარტო ვერ ვუმკლავდებით ამ ყველაფერს და თუ გინდათ რომ, პოლონელი და რუმინელი არალეგალებისგან დაიცალოს ევროპა, მოდით ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი. თქვენ ეკონომიკის აღორძინებაში მოგვეხმარეთ რაც ჩვენი მოქალაქეების დასაქმების გარანტი გახდება და ჩვენ გარანტიას გაძლევთ რომ, ეკონომიკას უფრო განვავითარებთ და ემიგრაციასაც შევამცირებთ. შედეგი ამ ყველაფრის იყო ის რომ, პრობლემა მოგვარდა.. ხო და არ შეგიძლიათ კაცო ასე მიუდგეთ საკითხს?"- წერს გიორგი ფოფხაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно