,,ნატო-ს კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსთვის"- სტოლტერბერგი


     ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა.

     სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს გაფართოება არ არის პროვოკაცია და ეს პროცესი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

     ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

     შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი 24 მარტს საქართველოს ეწვევა.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/iens-stoltenbergi-nato-s-kari-ghiaa-mat-shoris-saqartvelostvis/