მუშაობის შედეგად უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შევძელით– წულუკიანი


     მუშაობის შედეგად უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შევძელით - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

     „ცნობილია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფად, ხარისხიანად და მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდებას. ამიტომაც, ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ: პირველ რიგში, ეს იყო იუსტიციის სამინისტროს სისტემის უპრეცენდენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული გაძლიერება და არსებულ სერვისებზე ახალი სერვისების დამატება იმისთვის, რომ მოქალაქეებს, ერთი ან მეტი სერვისის მისაღებად რამდენიმე ადგილას არ უწევდეთ სიარული. ეს პროცესი, როგორც ბოლო 6 წლის მანძილზე, ისე შარშან და წელსაც გრძელდება. ჩვენ იუსტიციის ინფრასტრუქტურაში გასაცემი სერვისების ნუსხას დავამატეთ სხვადასხვა საჯარო უწყების 60-ზე მეტი და 10-მდე კერძო სექტორის სერვისი, რომელთა ჩამონათვალი სახეზეა"-განაცხადა წულუკიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно