გიორგი ტატუნაშვილი: ,,გული საით ჰქონდა, არ იცოდა"


     ცხინვალში გარდაცვლილი საქართელოს მოქალაქის მამამ პირველი კომენტარი გააკეთა. 

      გიორგი ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს. 
 
     „თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, რომ იძახიან გულით დაიღუპაო, გული საით ჰქონდა, არ იცოდა,"- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. 

      გიორგი ტატუნაშვილი შვილის გადმოსვენების მიზნით ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 

      შეგახსენებთ, დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ ტატუნაშვილს ,,გენოციდის" ბრალდება წაუყენა. 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно