საქართველოს პრეზიდენტი "ევრაზიის ლიდერთა პროგრამა 2018" - ის მონაწილეებს შეხვდა


     გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის მონაწილეებს თემაზე - "გეოპოლიტიკური განზომილებების გააზრება და რეგიონული პერსპექტივა" ესაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება.

     ,,ევრაზიის ლიდერთა პროგრამა (ELT) 2018" წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ტურს და საჯარო სამსახურის პროგრამას, რომელიც აზიის ლიდერთა ინიციატივის ცენტრის ეგიდით ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობას იღებს 15 მკვლევარ- მეცნიერი ჰარვარდის, ტაფტ ფლეტჩერის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно